Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ შედეგები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ ფაკულტეტის დეკანის 06/02/2024 ბრძანების (N::54/30) საფუძველზე შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი პროექტების დაფინანსებას:
 

  • “ინკლუზიური უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში: უნივერსიტეტების შედარებითი ანალიზი და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობა” (ვანო გომურაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტი) - საკონკურსო ქულა 91,5
  • „შრომითი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები გურიის რეგიონის მაგალითზე და მათი ასახვა ადგილობრივ  მედიაში“ (თამარ კირკიტაძე, მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტი) - საკონკურსო ქულა 89,7
     

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: საზოგადოებრივი მოლოდინების შესწავლა ქალაქ გორის მაგალითზე“ (დიმიტრი შავლოხაშვილი, პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტი) - საკონკურსო ქულა 84,3

 

საკონკურსო კომისია